ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 29-ე ტურში რომის „ლაციოსთან“ 1:2 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – ის აკეთებს იმას, რაც შეუძლია, გოლებში მეტის გაკეთება არ შეეძლო.
გატი 6 – მორიგი კარგი მატჩი, უკან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ბრემერი 5.5 – მან დაცვას უნდა უხელმძღვანელოს, მაგრამ ეს ვერ გააკეთა. გოლის მომენტში კი მეტოქის საჯარიმოში დომინანტი იყო, რაბიოს გოლში მისი წვლილიცაა.
ალექს სანდრო 5 – მილინკოვიჩ-სავიჩმა მას ხელი უბიძგა, მაგრამ ამის გარეშეც ძალიან იმედგამაცრუებელი თამაში ჩაატარა. მეორე გოლის მომენტში ფელიპე ანდერსონს უბრალოდ უყურებს.
კუადრადო 5 – „ლაციომ“ მარცხენა ფლანგიდან ბევრი შექმნა, მსაჯმაც შეიწყალა, რომ არ გააძევა.
დანილო 6 – დაასვენეს, მაგრამ მისი არყოფნა იგრძნობოდა.
ფაჯოლი 6 – ბევრი ბინძური სამუშაო შეასრულა, ეს არცთუ შესამჩნევია, მაგრამ სხვებთან შედარებით შეცდომებს არ უშვებს.
მირეტი შ.გ – თამაშში დაბნეული ჩაერთო.
ლოკატელი 5 – მძიმე საღამო, აგვიანებდა, ნერვიულობდა, ფაზის მიღმა და თამაშგარეში.
პარედესი 6 – ის თითქმის არავის ახსოვდა, მაგრამ ლანდუჩიმ ბრძოლაში ჩართო და ის გუნდს ეხმარებოდა.
რაბიო 6.5 – ის არ ნებდება, იმედს არავის უცრუებს. კიდევ ერთი გოლი გაიტანა, კიდევ ერთი ხარისხიანი თამაში ჩაატარა. ახლა ის არის ტოპ ფეხბურთელია, რომელიც „იუვეშია“, მაგრამ ნაკლებად ტოპ გუნდშია.
კოსტიჩი 5 – პირველივე წუთებიდან ჩაკარგული იყო.
კიეზა 6.5 – „იუვემ“ რაღაც მეტი უნდა გააკეთოს, რაღაც განსხვავებული. როდესაც ის ანათებს, ყოველთვის ქმნის ხიფათს.
დი მარია 6.5 – ამ „იუვეში“ მისნაირ ფეხბურთს ვერავინ თამაშობს, ალბათ, ჩემპიონატშიც. მაგრამ სიმწვავე დააკლდა.
ვლაჰოვიჩი 5 – ის არ იშურებს ძალისხმევას, მაგრამ გოლი მაინც ვერ გაიტანა. ორი თვეა ღია თამაშიდან არ გაუტანია, 848 წუთია. თუ ეს კრიზისი არ არის, მაშ რა არის?
მილიკი 6 – მასთან ერთად გუნდი უკეთ თამაშობს და ეს სიახლე არაა.
ალეგრი (ლანდუჩი სკამზე) 5.5 – მაქსი ავად არის და ტურინში დარჩა. „იუვე“ თითქოს გასახდელში დარჩა, შემდეგ ჰქონდა რეაქცია, შემდეგ ისე გაქრა. მხოლოდ მაშინ, როცა სქემა შეიცვალა და 4-3-3 გახდა, მოახერხეს „ლაციოსთვის“ სირთულეების შექმნა.