მთავარი / სიახლეები / კულუშევსკი: “ალეგრისგან ბევრს ვსწავლობ”

კულუშევსკი: “ალეგრისგან ბევრს ვსწავლობ”

ტურინის „იუვენტუსმა“ ლუიჯი ბერლუსკონის თასზე „მონცა“ 2:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი დეიან კულუშევსკიმ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მასიმილიანო ალეგრისგან ბევრს სწავლობს.

„კარგად დაწყება მნიშვნელოვანია, ამ კვირაში ბევრი ვიმუშავეთ, თამაში მოვიგეთ და მთავარი ესაა. ალეგრისგან ბევრს ვსწავლობ, განსაკუთრებით დაცვით ფაზაში, პრაქტიკულად ყოველდღე ახალ რაღაცებს ვიგებ, ისეთს, მანამდე რომ არ ვიცოდი.

გასული სეზონი ისეთი არ ყოფილა, როგორიც გვინდოდა, მაგრამ ორი ტიტული მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. თუმცა, წელს სკუდეტოს მოგება გვინდა“, – თქვა კულუშევსკიმ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …