ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „პორტუსთან“ (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელი ფეხბურთელის თქმით, ამაყობს მისი გუნდით და ეს თამაში მალე უნდა დაივიწყონ.
„პირველ წუთებზე რაც ვნახეთ კარგი იყო, ალვაროს თამაშის დასაწყისში გოლი რომ გაეტანა, ყველაფერი შეიცვლებოდა. გასახდელში მოტივირებული შევედით, გვჯეროდა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც შეგვეძლო. მეორე ტაიმი გამარჯვების სურვილით დავიწყეთ, მაგრამ ასე არ მოხდა.
კუნთი მაწუხებდა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, რომ მეთამაშა. ვფიქრობ, რომ სათქმელი ბევრი არაფერია, ამ გუნდით ვამაყობ. ეს გვერდი სწრაფად უნდა გადავშალოთ და ჩემპიონატში დარჩენილ მატჩებზე ვიფიქროთ.
როდესაც ჩემი დარტყმა ხარიხას მოხვდა, მადრიდში გატანილი გოლი გამახსენდა („ატლეტიკოსთან“ 2019 წელს), მაგრამ ფეხბურთი ასეთია, საჭიროა თავი ავწიოთ და წინ ვიყუროთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ, დიდი ფეხბურთელები და დიდი გუნდი. დიდ გუნდებშიც ხდება მსგავსი რაღაცები“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე წელია მერვედფინალში გამოეთიშა და ორჯერვე სტუმრად გატანილი წესის გამო.