ტურინის „იუვენტუსი“ ხუან კუადრადოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. Calciomercato-ს ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრისთვის კოლუმბიელი ერთ-ერთი დასაყრდენი ფიგურა იქნება.
კუადრადოს კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე ძალაში, მაგრამ მხარეები თანამშრომლობას ერთი წლით განაახლებენ და კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ ხუანი „იუვესთან“ ხელშეკრულებას 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.
შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადო „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა.