ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ „იუვენტუსის“ კრიზისზე კომენტარი გააკეთა. როგორც ბილიმ აღნიშნა, წარუმატებლობის მიზეზი უფრო ფეხბურთელები არიან, ვიდრე მასიმილიანო ალეგრი.
„დადგა დრო ფეხბურთელები დავადანაშაულოთ და არა მწვრთნელები. ვფიქრობ, წარუმატებლობაში ალეგრის პასუხისმგებლობა არის, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო ფეხბურთელების ბრალეულობას ვხედავ. სამი წლის წინ ალეგრი იდიოტი იყო, ორი წლის წინ სარიც იდიოტია, შარშან პირლო… ეს მაფიქრებინებს, რომ მწვრთნელები ნაკლებ დამნაშავეები არიან და უფრო ფეხბურთელების პასუხისმგებლობაა“, – თქვა კოსტაკურტამ.