მთავარი / სიახლეები / ტარდელი: “იუვეს” ნახევარდაცვა არ ჰყავს და პირლო არ უნდა გაეშვათ”

ტარდელი: “იუვეს” ნახევარდაცვა არ ჰყავს და პირლო არ უნდა გაეშვათ”

ტურინის „იუვენტუსის“ კრიზისზე ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ კომენტარუ გააკეთა. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფიქრობს, რომ „იუვეს“ ნახევარდაცვა სუსტია.

„იუვენტუსს“ ნახევარდაცვა აკლია, იქ არავინაა, ვისაც თამაშის იდეა აქვს. ამ მომენტში დაცვაშიც პრობლემებია. პირლოს პრობლემა თუ იყო? ხარვეზები ყოველთვის ყველას აქვს, „იუვეს“ პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც ალეგრი გაუშვეს. პირლომ კარგად იმუშავა, იყო პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ არ გაგრძელდა. ბაზაზე გამოკეტვა? ეს ზოგჯერ სასარგებლოა, მაგრამ მთავარია გუნდი იქიდან როგორ გამოვა“, – თქვა ტარდელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ბაზის დატოვება აეკრძალათ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …