ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. „ბილი“ არ ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი ჩავარდა და მისი აზრით, ეს გენიალური გარიგება იყო. გარდა ამისა, „იუვეს“ თამაშიც შეაფასა.
„ვფიქრობ, რომ რონალდუს ტრანსფერი გენიალური არჩევანი იყო. ცუდად წარიმართა, რადგან თუ ერთხელ მეოთხედფინალში და ორჯერ მერვედფინალში ვარდები, რაღაც არ მუშაობს, მაგრამ რონალდუს ტრანსფერის ოპერაცია სენსაციურად რჩება. მე სტატისტიკაზე ვლაპარაკობ, აგრეთვე „იუვენტუსის“ ბრედზე თუ როგორ გაიზარდა კრიშტიანუს მისვლის შემდეგ.
როგორ ვაფასებ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას? ნახევარდაცვაში ყოველთვის არის შეცდომები, მაგრამ რაც მაკვირვებს, ეს არის გუნდის დამოკიდებულება თამაშის დასაწყისში. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს ასე არ უნდა შეხვდე. ალეგრი ახლა უფრო დასაფასებელია? ჩემი აზრით, მას უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდა, შესანიშნავი ვეტერანებით და იმ ნახევარდაცვით. „იუვე“ მომდევნო ეტაპზე იმიტომ ვერ გავიდა, რომ ალბათ, ამ მომენტში „პორტუ“ უფრო ძლიერი გუნდია. სხვა ახსნა არ მაქვს, მათ უფრო მეტი კონცენტრაცია გამოავლინეს.
კიეზა? სენსაციური, არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. გარდა ამისა, ემოციური მუხტი, რომელიც გავლენას ახდენს გუნდზე. საბედნიეროდ, ევროპის ჩემპიონატზე გვეყოლება“, – თქვა კოსტაკურტამ.