ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ ფედერიკო კიეზაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კიეზას დაბრუნება „იუვესთვის“ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ნებისმიერი ტრანსფერი, მათ შორის პოლ პოგბას.
„ბევრი იქნება დამოკიდებული კიეზას, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გამოჯანმრთელებაზე, თუ კარგ ფორმაში დაბრუნება, „იუვე“ „ინტერთან“ სკუდეტოსთვის იბრძოლებს. ეს იქნება ტურინელთა საუკეთესო „ტრანსფერი“, რომელმაც შეიძლება ძალთა ბალანსი შეცვალოს, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პოგბას ტრანსფერი“, – თქვა კოსტაკურტამ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმა იანვარში მიიღო და სავარაუდოდ მოედანზე შემოდგომაზე, საუკეთესო შემთხვევაში სექტემბერში დაბრუნდება.