ტურინის „იუვენტუსმა“ ამხანაგურ მატჩში მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი მატია კომპანიონმა გაიტანა, რომელიც 23-წლამდე გუნდის წევრია, თუმცა ამერიკულ ტურნეში მთავარ გუნდთან ერთადაა. კომპანიონიმ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ფანტასტიკურია: ეს არის გამოცდილება, საიდანაც მხოლოდ სწავლაა შესაძლებელი. ამ სამაგალითო ჩემპიონების ყურება, ყოველდღე, წარმოუდგენელი შესაძლებლობაა განვითარებისთვის. გოლი? მცველი მოძრაობაზე დავიჭირე და მარცხნიდან მარჯვნივ გადავედი. თამაშის შემდეგ შეტყობინებები ჩემი ოჯახისგან მივიღე, რომლებიც თამაშს ტელევიზორში უყურებდნენ“, – თქვა კომპანიონიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს, დალასში, „ბარსელონასთან“ გამართავს.