მთავარი / სიახლეები / და გრაკა: “წარმოუდგენელი ემოციაა, რომ ვითამაშე და გოლიც გავიტანე”

და გრაკა: “წარმოუდგენელი ემოციაა, რომ ვითამაშე და გოლიც გავიტანე”

ტურინის „იუვენტუსმა“ ამხანაგურ მატჩში მექსიკური „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი მარკო და გრაკამ გაიტანა, რომელიც 23-წლამდე გუნდის წევრია, თუმცა ამერიკულ ტურნეში მთავარ გუნდთან ერთადაა. და გრაკამ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ენით აღუწერელი გრძნობაა, დიდებული ემოციაა, რომ ამ საღამოს ვითამაშე და გოლიც გავიტანე. მხოლოდ მადლობა შემიძლია „იუვეს“ გადავუხადო, რომ მაძლევს საშუალებას ამ გამოცდილებაში მონაწილეობა მივიღო. იტალიის ოჯახი მიყურებდა და რა თქმა უნდა, ღირდა, რომ მათ ღამე გაათენეს“, – თქვა და გრაკამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს, დალასში, „ბარსელონასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …