ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. მან მასიმილიანო ალეგრი შეაქო, ხოლო პაველ ნედვედი გააკრიტიკა.
როგორც კობოლი ჯილიმ აღნიშნა, ნედვედს ვიცე-პრეზიდენტობისთვის შესაბამისი ხასიათი არ აქვს.
„კარგი თამაში ვნახე, გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგადაა მომართული და მის წინააღმდეგ თამაში რთულია. შეიძლება არ იყო ისეთი სანახაობრივი მატჩი, როგორიც პრემიერლიგაშია, მაგრამ ალეგრიმ იყოჩაღა. მე ძალიან ვაფასებ ალეგრის. მწვრთნელობისთვის, ზოგადად ატრიბუტებია საჭირო და კიდევ უფრო მეტად „იუვენტუსში“ მუშაობისთვის. ის ყოველთვის მშვიდია და კრიტიკას ყურადღებას არ აქცევს. მომავალი? მას კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი აქვს, ის უნდა შევინარჩუნოთ და კრიტიკის გარეშე უნდა გააგრძელოს მუშაობა. სხვა თუ არაფერი, მისი გაშვებით გუნდს კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რაც გუნდისთვის ძალიან მძიმე იქნება. „ინტერის“ წინააღმდეგ ისეთივე გუნდს ველი, როგორიც „ფიორენტინასთან“ ვნახე და მწვრთნელი იგივე სტრატეგიას გამოიყენებს. სამწუხაროდ, სერია A-ში „ინტერთან“ წაგების საფასურის გადახდა გვიწევს. კარგი იქნება, თუ ბედი ვალს იტალიის თასზე გამარჯვებით დაგვიბრუნებს.
ნედვედი მახსოვს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე მინახავს, მასთან მუშაობა მშვენიერი იყო, მაგრამ ის მენეჯმენტში არასწორ პოზიციაზეა, რადგან ვიცით მისი ხასიათი. ცხადია, ანიელის მისი შენარჩუნება სურს და ინარჩუნებს კიდეც, სხვას ვერაფერს გავაკეთებთ. ცნობილია, რომ მას ალეგრი არ მოსწონს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ „იუვენტუსის“ ვარდნა ორ არჩევანს დაემთხვა: რონალდუს შეძენას და ამავდროულად მაროტას დამშვიდობებას, რომელიც ამ არჩევანს არ ეთანხმებოდა. მაროტა შესანიშნავი მენეჯერია, რომელმაც „იუვეს“ დიდი ხარისხი მოუტანა.
დელ პიერო მენეჯმენტში? მან მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, როდესაც ცარიელ ფურცელზე გააფორმა 1-მილიონიანი კონტრაქტი. როგორც მალდინი? ვფიქრობ, მისი დაბრუნება შესანიშნავი იდეაა. მალდინი „მილანში“ შესანიშნავად მუშაობს, იმაზე უკეთ, ვიდრე ველოდი”, – თქვა კობოლი ჯილიმ.