მთავარი / სიახლეები / რასპადორი: “ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ “იუვენტუსი” ჩემით დაინტერესდა”

რასპადორი: “ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ “იუვენტუსი” ჩემით დაინტერესდა”

„სასუოლოს“ ფეხბურთელმა ჯაკომო რასპადორიმ განაცხადა, რომ ბედნიერი და ამაყია, როდესაც „იუვენტუსს“ უკავშირებენ. როგორც მან აღნიშნა, მისი მიზანი ასეთ გუნდში და ასეთ დონეზე თამაშია.

„დიახ, ვამაყობ ასეთი გუნდის ინტერესით. არ შემიძლია უარვყო, რომ ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს სახელს „იუვეს“ ან სხვა დიდ კლუბებს უკავშირებენ. ჩემი ამბიციაა ასეთ კლუბში ვითამაშო, ამ დონეზე. თუ წარმატებას მივაღწევ, ეს მოხდება.

საამაყოა, როცა დიბალას შემცვლელად გასახელებენ და მის მემკვიდრედ მიგიჩნევენ. პაულოს შთამბეჭდავი ხარისხი აქვს. ის ცენტრფორვარდის უკან თამაშობს, ისევე, როგორც მე. სკამაკას უკან უფრო მეტ სივრცეს ვპოულობ და თამაში ძალიან მსიამოვნებს. ცენტრფორვარდად გავიზარდე და ისევ მომწონს 9 ნომრად თამაში, მაგრამ ფორვარდის უკანაც თავს კარგად ვგრძნობ.

გამოცდილ ფეხბურთელებს რჩევებს ვეკითხები და ბევრს ვსწავლობ, კოვერჩანოში სპორტულ დარბაზში ადრე მივდივარ, მაგრამ ჯორჯო და ლეო ყოველთვის იქ არიან. მაშინ ვხვდები, რატომ მიაღწიეს მწვერვალს, რაც რთულია და იქ დარჩნენ მრავალი წლის განმავლობაში, რაც კიდევ უფრო რთულია“, – თქვა რასპადორიმ.

22 წლის ჯაკომო რასპადორის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. იტალიის ნაკრებში ჯაკომო 9-ჯერ უთამაშია და თავი 3 გოლით გამოიჩინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …