მთავარი / სიახლეები / კობოლი ჯილი: “იუვეს” ბევრი პენალტი არ დაუნიშნეს, მაგრამ მაშინ ყველა დუმდა”

კობოლი ჯილი: “იუვეს” ბევრი პენალტი არ დაუნიშნეს, მაგრამ მაშინ ყველა დუმდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, კრიტიკა, რომელიც „ინტერთან“ მატჩის მსაჯს შეხვდა, უადგილოა და იყო ბევრი პენალტი, რომელიც „იუვეს“ არ დაუნიშნეს, მაგრამ მაშინ ყველა დუმდა.

„ამჟამად ჩემთვის „იუვენტისის“ თამაშის ხარისხი საკმაოდ ცუდია, მაგრამ იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან აღდგენის ნიშნებს ვხედავ, როგორც ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ის კარგად ასპარეზობს განსხვავებით სერია A-ში მასზე წინ მყოფილი გუნდებისგან.

ალეგრის სტილს აქამდეც ვიცნობდით, ის არსებით ყურადღებას დაცვაზე ამახვილებს, ყოველთვის ლამაზ ფეხბურთს არ გვიჩვენებს. კმაყოფილი ვარ მისი დაბრუნებით, ისევე, როგორც კრიტიკული ვიყავი სარისა და პირლოს დანიშვნით. ანიელის შეცდომა ის იყო, რომ პარატიჩის და ნედვედის გეგმას მიჰყვებოდა და გვიწევს ამ შედეგებისთვის გადახდა. მართალია, სარიმ სკუდეტო მოიგო და პირლო ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, მაგრამ ნაბიჯი უკან გადაიდგა.

VAR-ი არის მანქანა, რომელსაც ადამიანები მართავენ. მათ შეიძლება შეცდომები დაუშვან, როგორც მოედანზე. მახსოვს სხვა შემთხვევბი, როცა საქმეში ვიდეორეფერი არ ჩაერია და ყველა ვეგუებოდით სიტუაციას. მწვრთნელებიც სიტუაციას აზვიადებენ, თუნდაც გასპერინის განცხადებები. იყო პენალტები, რომლებიც „იუვეს“ არ დაუნიშნეს, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს.

კიეზა? ვფიქრობ, ალეგრი დროის სწორ დოზირებაზე ფიქრობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის აქამდე დიბალას გარეშე თამაშობდა, იმავე კიეზას ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ ჰქონდა ფიზიკური პრობლემები, იმის გათვალისწინებით, რომ წინ „სასუოლოსთან“ მატჩია, ვიღაცას უნდა დაესვენა. გამოვრიცხავ, რომ ის არ ითვლებოდეს ძირითადი შემადგენლობის წევრად, ის ნამდვილი ჩემპიონია.

რონალდუ? კიელინიმ სწორად თქვა – ადრე რომ წასულიყო, გუნდი უფრო სწრაფად იმოქმედებდა. რონალდუს შეძენას ყოველთვის შეცდომად მივიჩნევდი, არა, როგორც ფეხბურთელს, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ძვირი დაჯდა. მან ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ თითო გოლი 2 მილიონი ღირდა. მისი წასვლით დაცვა გაუმჯობესდა, მაგრამ ნახევარდაცვა ისევ პრობლემაა, შეტევაში კი სამი-ოთხი მაღალი დონის ფეხბურთელია, მათ შორის კუადრადო.

იმედი მაქვს, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგაზე, რაც შეიძლება შორს წავა, ეს დაამტკიცებს, რომ გუნდმა თამაში და ჰარმონია იპოვა, რაც საჭიროა რაღაც მნიშვნელოვნის შექმნისთვის. რაც შეეხება სკუდეტოს, არ ვიცი, რადგან 10 ქულაა ბევრია, თანაც ორ გუნდთან ჩამორჩენაა. უფრო მეტად იმაზე იქნება დამოკიდებული, ისინი რამდენად დაკარგავენ ქულებს და არა „იუვეზე“, მაგრამ რა თქმა უნდა, სეზონს ოთხეულში დაასრულებს“, – თქვა კობოლი ჯილიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …