მოიზე კინი “იუვენტუსში” დაბრუნებასთან ახლოსაა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს და იტყობინება, რომ შეთანხმების მიღწევა ერთ ნაბიჯიშია.
“ევერტონი” მზად არის ფეხბურთელს შეელიოს. საუბარია ერთწლიან იჯარასა და გამოსყიდვის ვალდებულებაზე. კინი ტურინულ გრანდში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს ემოსა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის იტალიელმა “იუვენტუსში” 2018-2019 წლების სეზონში 21 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონი პსჟ-ში გაატარა და ფრანგულ გუნდში დიდი კონკურენციის მიუხედავად 41 თამაშში 19 გოლის გატანა მოახერხა.