მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “რონალდუმ არჩევანი გააკეთა და ცხოვრება გრძელდება”

ალეგრი: “რონალდუმ არჩევანი გააკეთა და ცხოვრება გრძელდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლა დაადასტურა. მან „ემპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია ამ თემით დაიწყო.

“გუშინ რონალდუმ მითხრა, რომ „იუვენტუსში“ დარჩენის სურვილი აღარ აქვს. ამიტომაც, დღეს დილით არ ივარჯიშა და არც ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება. იმედგაცრუებული ვარ? არა, აბსოლუტურად არა. მან არჩევანი გააკეთა. სივორი, დელ პიერო, ზიდანი, პლატინი ბუფონი და სხვა ბევრი დიდი ფეხბურთელი წასულა, მაგრამ „იუვე“ რჩება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რონალდოს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რაც გააკეთა, მაგრამ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას წინსვლისთვის“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა. ორ-ორჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის სუპერთასი, ერთხელ იტალიის თასი, ერთხელ კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …