ტურინის „იუვენტუსში“ მოიზე კინის მომავალი ბუნდოვანია. იტალიელი ფეხბურთელი ჯერჯერობით, ბაზარზე დაყენებული არ არის და დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონიც ტურინში გაატაროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი გაყიდვა გამორიცხულია.
„იუვენტუსს“ ფეხბურთელის აგენტ რაფაელა პიმენტასთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც კინის სიტუაციაც განიხილეს. ამჟამად ფორვარდს „ნიცას“ და „ნოტინგემ ფორესტს“ უკავშირებენ, თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა და ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა.
კინი „ბებერმა ქალბატონმა“ გასულ ზაფხულს დაიბრუნა და „ევერტონიდან“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება აქვს. თუმცა, იტალიელმა ფეხბურთელმა მოლოდინი ვერ გაამართლა და უმეტეს დროს სათადარიგო სკამზე ატარებდა.