მთავარი / სიახლეები / “მანჩესტერის” წარმომადგენელი ტურინში რაბიოს ტრანსფერისთვის ჩავა

“მანჩესტერის” წარმომადგენელი ტურინში რაბიოს ტრანსფერისთვის ჩავა

ადრიენ რაბიო სავარაუდოდ „იუვენტუსს“ დატოვებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

ინგლისური კლუბის გენერალური მენეჯერი ჯონ მურტო დღეს ტურინში ჩავა, სადაც კლუბის ხელმძღვანელებსა და რაბიოს დედას, ვერონიკას შეხვდება. კლუბებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია – „იუვენტუსი“ 18 მილიონ ევროს მიიღებს ფეხბურთელში, რომლის კონტრაქტი 2023 წელს იწურება.

თუმცა, დაბრკოლებაა ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი, მაგრამ ტურინული გაზეთი წერს, რომ დადებითი ძვრები არსებობს და დღეს შესაძლოა, ეს საკითხიც მოგვარდეს. ამდენად, რაბიოს ინგლისში გადასვლის შანსი საკმაოდ მაღალია.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ ადრიენ რაბიო 2019 წელს პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფრანგი კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, ისეთი თამაში ვერასდროს აჩვენა, რომ ტიფოზებისთვის თავი შეეყვარებინა. მან შავ-თეთრი მაისურით ამ დრომდე 129 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …