ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და იმედოვნებს, რომ კაპიტნის რანგში ტიტულებს კიდევ მოიგებს.
„რამდენიმე დღე დასვენება მჭირდება, რომ ძალები აღვიდგინო, მაგრამ ორშაბათიდან ტურინში ვიქნები და სიამოვნებით დავიწყებ ახალ სეზონს. ანიელიმ კონტრაქტზე კითხვებს პასუხი ამომწურავად გასცა.
თასის აწევაზე ოცნებაც წარმოუდგენელი, როგორც ნაკრების კაპიტანი. ჩვენ ულამაზესი ოცნების მიღმა გადავედით. მინდა, რომ რამდენიმე ტიტული კიდევ ავწიო, რადგან მადა ისევ მაქვს და სკუდეტოს ემბლემის გარეშე ამ მაისურის ტარება, დამატებითი სტიმული იქნება“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობს, მას კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, მაგრამ ხელშეკრულების განახლება პრაქტიკულად გადაწყვეტილია.