მთავარი / სიახლეები / კიელინი “იუვეზე”, იტალიის ნაკრებზე, კარიერის საუკეთესო მოგონებასა და დიდ სინანულზე…

კიელინი “იუვეზე”, იტალიის ნაკრებზე, კარიერის საუკეთესო მოგონებასა და დიდ სინანულზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ, რომელიც ამჟამად ამერიკაში, „ლოს-ანჯელესში“ თამაშობს, იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„იუვენტუსი“ და იტალიის ნაკრები ჩემი კარიერის საუკეთესო ეტაპებია. სამწუხაროდ, იტალიაზე რომ ვსაუბრობ, ჯერ კიდევ მიჭირს შეგუება, რომ ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებთ. ეს დიდი სინანულია, ძალიან ვწუხვარ ბავშვების გამო, რომლებსაც ჯერ „აძური“ ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე არ უნახავთ. ეს არის ტურნირი, რომელიც აკავშირებს თაობებს და ბავშვების სპორტულ ისტორიებს აღნიშნავს.

დღეს „იუვენტუსში“ რაც ხდება, ამის გაგებაც არ არის ადვილი. მე ვუყურებ „იუვეს“ თამაშებს, როგორც გულშემატკივარი და ვწუხვარ. მოთმინება გვჭირდება, განსაკუთრებით, განსაკუთრებულ სიტუაციებში. ვიმედოვნებ, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდი კარგად ითამაშებს. უცნაური სეზონი იქნება, შუაში მსოფლიოს ჩემპიონატია. დარწმუნებული ვარ, მუნდიალის შემდეგ „იუვე“ უფრო მეტად გუნდი გახდება, თუნდაც იმიტომ, რომ ამჟამად არ არსებობს გუნდი, რომელსაც ჩემპიონატის ინტრიგის მოკვლა შეუძლია. არ ვიცი, შეუძლია თუ არა, „იუვეს“ სკუდეტოს მოგება, 7 ტური გავიდა და ისე ჩანს, რომ 70 ტური გავიდა. ჩემპიონთა ლიგაზეც ყოველ კვირაში თამაში დამღლელია, რა თქმა უნდა, აქვს გავლენა. საყურადღებოა მსოფლიოს ჩემპიონატიც, რადგან არავინ იცის, როგორ ფიზიკურ კონდიციაში დაბრუნდებიან კლუბებში იქ მოთამაშე ფეხბურთელები.

ლოს-ანჯელესში ცხოვრება კარგად მიდის. ყველაფერს ენთუზიაზმით ვუდგები, აქ სათამაშოდ გრძელი მოგზაურობები გვიწევს, ეს დიდი ცვლილებაა ჩემთვის. ზეწოლა ნაკლებია და ოჯახით ვტკბები, ბედნიერი ვარ. ბუფონმა ისაუბრა თავისუფლების განცდაზე თამაშის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მე ეს განცდა ჩემი კარიერის ბოლო ნაწილში დამეუფლა, როგორც „იუვეში“, ისე იტალიის ნაკრებში. ყოველი მომენტით ვტკბებოდი, ვარჯიშზეც და თამაშზეც, იმიტომ, რომ ვიცოდი, ეს ყველაფერი სამუდამოდ არ გაგრძელდებოდა. ლოს-ანჯელესში ბევრი ახალი, რაღაც აღმოვაჩინე. ეს მჭირდებოდა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

ჩემი ყველაზე დიდი სინანულია, რომ ბერლინში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. განსაკუთრებით იმიტომ ვნანობ, რომ ძალიან კარგი სეზონი მქონდა და ფინალში თამაშს ვიმსახურებდი. ყველაზე დიდი სიხარული პირველი სკუდეტოა, რომელიც 2012 წელს მოვიგე, იმიტომ, რომ მაშინ ჩემპიონობას არ ველოდით და მოულოდნელობა იყო. ყოველთვის მემახსოვრება ტრიესტეში გამარჯვება“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში თამაშობდა და 561 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …