ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ამერიკულ თავგადასავალზე ისაუბრა და ასევე გააკეთა კომენტარი „იუვეს“ ფეხბურთელებზე, რომლებიც ლოს ანჯელესში მის თამაშს დაესწრნენ.
„ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ისინი აქ იყვნენ, ვფიქრობ, მიხვდნენ, რატომ ავირჩიე ეს კლუბი. ისინი ჩემი პატარა ძმები არიან. მინდა, ევროპას ვაჩვენო, როგორ იზრდება ამერიკული ფეხბურთი.
მე ყველაფერი გავიღე, ჩემი გამოცდილება დასასრულს მიუახლოვდა და რაღაც განსხვავებული უნდა გამომეცადა. ამერიკაში ახალი ვნება აღმოვაჩინე, ისევ მინდა ყოველდღე ვარჯიში.
შესაძლოა, „იუვენტუსიდან“ წასვლა მჭირდებოდა, რომ ხელახლა ჩამესუნთქა, რათა ყველაფერი თავიდან დამეწყო. მაკკენი აქ ნამდვილი კერპია, სხვაგვარად შეიძლება? ის ფანტასტიკურია, გიჟი, სრულყოფილი 8 ნომერი. თუმცა, ერთ წელიწადში ძალიან შეიცვალა, მიხვდა, როგორ უნდა დაუთმოს ყურადღება სხეულს, რაც უფრო დიდხანს დარჩება „იუვეში“ მითუფრო მოუმატებს“, – თქვა კიელინიმ.