“ემპოლისთან” მატჩის მიწურულს მასიმილიანო ალეგრი და ჯორჯო კიელინი სათადარიგო სკამზე საუბრობდნენ. ალეგრის პირზე ხელი ჰქონდა აფარებული და მისი სიტყვების გაშიფვრა შეუძლებელი გახდა, სამაგიეროდ, კიელინის არა და მისი სიტყვები ყველასთვის გასაგები იყო.
ალეგრის კიელინიმ უთხრა: “ეს არ არის გუნდი”. ცხადია, ჯორჯო გულისხმობდა, რომ “იუვეს” გუნდური სულისკვეთება არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ტურინულმა გრანდმა “ემპოლისთან” 0:1 წააგო და სერია A-ში ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს.
Chiellini: “Non è squadra”
Posted by Cavallo Bianconero on კვირა, 29 აგვისტო, 2021