მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “ემპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ემპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში „ალიანც სთედიუმზე“ „ემპოლისთან“ 0:1 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6 – მისთვის ადვილი არ იყო რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში ბურთს ტრიბუნაზე გზავნიდა, გოლში უდანაშაულოა, შემდეგ კი კიეზა ავტოგოლისგან იხსნა.

კუადრადო 6 – დაბრუნდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე, თუმცა ამჯერად არ იყო ძველებურად ეფექტური.

დე შილიო შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.

დე ლიხტი 5.5 – საუკეთესო ფორმისგან შორსაა, კუტრონესთან გაუჭირდა.

ბონუჩი 5.5 – ისიც მოუმზადებელი შეხვდა მატჩს და მანკუზოს გოლისგან ვერ იხსნა.

ალექს სანდრო 6 – „იუვეს“ დაცვაში ის ყველაზე კარგი იყო და რამდენჯერმე შეტევაშიც კარგად ითამაშა.

ბენტანკური 4.5 – კარგი ან ძალიან კარგი უდინეში, ცუდი ან ძალიან ცუდი „ემპოლისთან“. როდესაც შეცვალეს, ფანებმა მოედნიდან სტვენით გააცილეს.

ლოკატელი 6 – ალბათ, ის მოედანზე თავიდანვე საჭირო იყო, თუნდაც არაოპტიმალური კონდიციებით.

დანილო 5 – გრძელვადიან პერსპექტივაში მის რეჯისტას პოზიციაზე მომავალი არ აქვს.

რაბიო 4.5 – ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, არ არის ფორმაში და კონდიციებში. მანკუზოს გოლში ყველაზე მეტი ბრალი მას მიუძღვის.

ბერნარდესკი 5.5 – რაბიოზე უკეთ ითამაშა, მაგრამ მაინც ეს საკმარისი არ არის.

მაკკენი 4.5 – ალეგრი მას ენდობა, მაგრამ ის ისევ დაბნეული და გაურკვეველია როგორც ჩანს, მან არ იცის რა უნდა გააკეთოს.

მორატა 5 – „ემპოლის“ მცველებთან ვერაფერი გაახერხა.

დიბალა 5.5 – უდინეს მსგავსი თამაში ვერ ჩაატარა, მაგრამ ცდილობდა გუნდის ხელში აყვანას. პირველ ტაიმში მეტისმეტად მარტო იყო, პოსტკრიშტიანუს ერის პირველი თამაში ჩააგდო. ის ბოდიშს უხდის ფანებს, მან ვერ გააკეთა ის, რაც უნდოდა.

კიეზა 6.5 – ის თავიდანვე ცდილობდა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ვიკარიომ მას სამჯერ აჯობა. მეორე ნახევარი ჩაუვარდა.

კულუშევსკი 6 – მონდომებული იყო, მაგრამ ერთი ყველას წინააღმდეგ არ მუშაობს.

ალეგრი 5 – რონალდუს გარეშე პირველად, კვირა, რომელმაც თავისი კვალი დატოვა. „იუვემ“ კარგად დაიწყო, მაგრამ გოლის შემდეგ ფეხზე ვეღარ წამოდგა. სასტარტო შემადგენლობაში ბევრი ექსპერიმენტი იყო, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. გუნდმა „ალიანც სთედიუმისგან“ სტვენა დაიმსახურა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …