მთავარი / სიახლეები / კიელინის მინიშნება ნაკრებიდან წასვლაზე: “ეს ბიჭები მნიშვნელოვან ისტორიას დაწერენ”

კიელინის მინიშნება ნაკრებიდან წასვლაზე: “ეს ბიჭები მნიშვნელოვან ისტორიას დაწერენ”

იტალიის ნაკრების რიგებში ჯორჯო კიელინიმ დიდი ალბათობით ბოლო მატჩი თურქეთთან ჩაატარა. ის რობერტო მანჩინიმ თამაშის მიწურულს შეცვალა, მან კაპიტნის სამკლაური მოიხსნა და ეამბორა, რაც ბევრისთვის მინიშნება იყო სანაკრებო კარიერის დასრულებაზე.

იგივე ითქმის კიელინის პოსტზეც, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელშიც აშკარად იკითხება, რომ ჯორჯო „სკუადრა აძურაში“ აღარ ითამაშებს.

„დღეს საღამოს სულ სხვა თამაშის ჩატარებას ველოდებით და ამას ვერ უარვყოფთ. ფეხბურთელი ასეთია. ხუთშაბათს სევდიანი გვერდი იყო ჩვენს კარიერაში, ჩვენში ყოველთვის დიდი სიცარიელე დარჩება. თუმცა, სპორტში, როგორც ცხოვრებაში უნდა გქონდეთ ძალა, რომ წამოდგეთ, ყოველთვის. ეს ბიჭები შეძლებენ დაწერონ იტალიური ფეხბურთის ისტორიაში სხვა მნიშვნელოვანი გვერდები და გაგვიჩინონ ის ემოციები, რომლებიც გასულ ზაფხულს გვქონდა. ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ფორცა აძური“, – დაწერა ჯორჯომ.

ჯორჯო კიელინის დებიუტი იტალიის ნაკრებში 2004 წელს ფინეთთან შედგა, როცა მას შანსი მარჩელო ლიპიმ მისცა, თუმცა, ეროვნული გუნდის რეგულარული წევრი 2007 წლიდან გახდა. მან ნაკრებში დღემდე 116 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ანდრეა პირლოს გაუთანაბრდა ჩატარებული მატჩების რაოდენობით. იტალიის ნაკრებში მასზე მეტჯერ მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს უთამაშია – ჯანლუიჯი ბუფონს (176), ფაბიო კანავაროს (136), პაოლო მალდინის (126) და დანიელე დე როსის (117). თუმცა, სავარაუდოდ, ჯორჯოს მალე ლეონარდო ბონუჩი გადაასწრებს, რომელსაც 115 თამაში აქვს ჩატარებული.

ამბობენ იმასაც, რომ კიელინი სანაკრებო კარიერას 1 ივნისს, არგენტინასთან მატჩით დაასრულებს. ეს იქნება ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა სიმბოლური თამაში, რომელსაც ფინალისიმა უწოდეს.

შემთხვევითი სიახლე

ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ განაცხადა, რომ იტალიაში მისი სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ არის, …

დე ლიხტი: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე “იუვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მისი კარიერისთვის „ბაიერნში“ გადასვლა წინ გადადგმული …