ჯორჯო კიელინის ახალ კონტრაქტზე სიახლე არაფერია. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა დავიდე ლიპიმ განაცხადა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კიელინის „იუვენტუსში“ დარჩენა სურს.
„ჯორჯო ძალიან წყნარად და მშვიდადაა. ახალი არაფერია, რა თქმა უნდა, იმაზე ფიქრი, რომ კიელინი კარიერას დაასრულებს, აბსურდია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ის თამაშს გააგრძელებს. მიზანი „იუვენტუსში“ დარჩენაა, მაგრამ კონტრაქტი ორი მხარის მიერ ფორმდება“, – თქვა დავიდე ლიპიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ჯერჯერობით, ის არ განახლებულა. ამდენად, იტალიელი მცველი, რომელიც სულ მალე 37 წლის ხდება, თავისუფალი აგენტია.