ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯორჯო კიელინი კორონავირუსისგან განიკურნა. შესაბამისად, ფეხბურთელს გუნდს დაუბრუნდა და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაშია.
კიელინი “რომასთან” მატჩისთვის მზადებას დაიწყებს, მაგრამ მოხვდება თუ არა ძირითად შემადგენლობაში, ცხადია, ეს მასიმილიანო ალეგრიზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯოს კორონავირუსი მიმდინარე წლის დასაწყისში დაუდასტურდა და გამოჯანმრთელება მალევე მოახერხა.