იტალიის ნაკრებმა უელსი 1:0 დაამარცხა, ხოლო უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფედერიკო კიეზა დაასახელა, რომელმაც თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„საუკეთესოდ დასახელება დიდი ემოციაა. ყველა მოთამაშემ კარგი თამაში აჩვენა, რომელიც მწვრთნელმა მოედანზე გაიყვანა. პირადად მე, როგორც ის თამაშის შესაძლებ;ობას მაძლევს, მზად ვარ. ჩემთვის საამაყო და ოცნებაა „აძურის“ მაისურის ტარება. ჩვენ ოცნებით ვცხოვრობთ და გვინდა ბოლომდე მივიდეთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონობაზე ვფიქრობ, ეს ტიტული გვაკლია“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მერვედფინალში 26 ივნისს, ლონდონში, უკრაინას ან ავსტრიას დაუპირისპირდება.