ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ „პორტუსთან“ (3:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს მის გუნდს ორმატჩიან დუელში (მან ჯამში 3 გოლი გაიტანა ორ მატჩში) გასამარჯვებლად არ ეყო.
„მადლობა კომპლიმენტებისთვის, მაგრამ ამ თამაშიდან დადებითი არაფერი დამრჩა, გარდა ჩემი პერსონალური თამაშისა. მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდოდა, ჩვენ ეს დავიმსახურეთ, საკმარისია გავიხსენოთ კუადრადოს ხარიხა და სხვა ბევრი მომენტი. შევცდით, სამწუხარო, თორემ მეოთხედფინალში ვიქნებოდით. ახლა ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ, ისევე როგორც იტალიის თასის ფინალზე. სერია A-ში რთული იქნება, რადგან როგორც ჩვენზე წინ, ისე უკან მყოფი გუნდები კარგად თამაშობენ, მაგრამ მჯერა, სკუდეტოს მოგების და მთელ გუნდს სჯერა. ამ საღამოს დავიწყება, მხოლოდ კალიარიში შესანიშნავი თამაშით შეგვიძლია, უნდა დავამტკიცოთ, რომ „იუვე“ არასდროს ნებდება.
პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, მაგრამ მეორე ტაიმი შესანიშნავად ვითამაშეთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ალიბს არ ვეძებთ, რიცხობრივ უპირატესობაში ვითამაშეთ და უნდა მოგვეგო“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე წელია მერვედფინალში გამოეთიშა და ორჯერვე სტუმრად გატანილი წესის გამო.