მთავარი / სიახლეები / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “პორტუსთან” მატჩის შემდეგ

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “პორტუსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „პორტუსთან“ (3:2) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ის მუშაობას მშვიდად აგრძელებს. პირლომ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვემ“ ორ მატჩში 4 შეცდომა დაუშვა.

„ორ თამაშში 4 შეცდომა დავუშვით და ეს ბევრია. თუ ამ შეცდომებს ჩემპიონთა ლიგაზე უშვებ, შეიძლება გავარდე კიდეც. როდესაც რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა, ერთადერთი გამოსავალი იყო ბურთის მოძრაობა ფლანგიდან ფლანგზე და საჯარიმოს შევსება. ვცდილობდით მათი ზღუდეები ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლით დაგვეშალა და გოლებიც ასე გავიტანეთ.

ამ მატჩის დავიწყებას რამდენიმე დღე სჭირდება, მაგრამ ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ, ყველა თამაშში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ყველას მოგება უნდა ვცადოთ. ჯერ მხოლოდ მარტია, ბევრი თამაში წინაა და სერია A-ში შეგვიძლია უფრო წინ წასვლა.

ამ მატჩში თამაში კარგად დავიწყეთ, მორატას შეეძლო წინ გავეყვანეთ. შემდეგ იყო საჯარიმოში ეპიზოდი, რომელიც ჩვენი შეცდომის შედეგია და სხვა თამაში დაიწყო. მეორე ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, ვცდილობდით რიცხობრივი უპირატესობა გამოგვეყენებინა. არ ვფიქრობ, რომ პირველი ტაიმის პრობლემა გვქონდა. მათზე უკეთ დავიწყეთ და 2-3 წუთის შემდეგ გოლს თუ გავიტანდით, ყველაფერი შეიცვლებოდა. თუ ანგარიშში ჩამორჩები, თამაში სულ სხვანაირი ხდება.

ცოცხალი კედელი „პორტუს“ გოლის დროს? ჩვენ ვირჩევთ ვინ დგება კედელში და აქამდე არასდროს მომხდარა, რომ დაშლილიყო. შესაძლოა ვერ იგრძნეს დარტყმის საშიშროება მისი მანძილის გამო. დავუშვით შეცდომა და ჩემპიონთა ლიგაზე ამას არავინ გაპატიებს. მათ ვერ გაიგეს ეპიზოდის მნიშვნელობა და შემობრუნდნენ.

რა თქმა უნდა, იტალიის სუპერთასის მოგება უკეთესია, ვიდრე ასე გავარდნა. არსებობს თამაშები და თამაშები, მომენტები და მომენტები. მწვრთნელის ცოხვრებაში ესეც ხდება. ჩემთვის მართლაც საშინელება, ხელები უნდა ჩამოვუშვათ და ვიმუშაოთ. ვიცი, რომ ახალგაზრდა, კარგი ფეხბურთელები მყავს და ისინი თამაშიდან თამაშამდე იზრდებიან. ადვილი არ არის ასეთ მატჩებში „იუვეს“ მაისურით თამაში. ახალგაზრდები კარგად თამაშობენ და მათ არაფერში ვადანაშაულებ.

არ ვიცი სარი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო გაათავისუფლეს თუ არა. მე „იუვენტუსის“ მწვრთნელი ვარ ამ მომენტში და მშვიდად ვაგრძელებ მუშაობას. ხანგრძლივი პროექტი მაქვს, ერთ წელიწადზე უფრო დიდი.

არ ვარ კმაყოფილი, რომ ახლა მთელი კვირა ვარჯიშის შესაძლებლობა გვექნება, რადგან გვინდოდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, მაგრამ შეგვეძლება ყოველდღე ბევრ საკითხზე ვიმუშაოთ, რასაც აქამდე ვერ ვაკეთებდით, რადგან ცოტა დრო გვქონდა. ეს ჩემთვისაც დიდი გამოცდა იქნება, რომ გუნდს განსხვავებული ხელით დავეხმარო“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე წელია მერვედფინალში გამოეთიშა და ორჯერვე სტუმრად გატანილი წესის გამო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …