ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას არანაირი სერიოზული დაზიანება არ აქვს, მაგრამ „ნაპოლისთან“ მისი თამაში მაინც საეჭვოა.
კიეზამ კუნთის პრობლემის გამო იტალიის ნაკრების შეკრება ვადაზე ადრე დატოვა და სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რომელმაც დაზიანება არ აჩვენა.
როგორც იტალიური მედია წერს, ახლა საბოლოო გადაწყვეტილება მასიმილიანო ალეგრიზე იქნება, რომელიც დიდი ალბათობით, რისკზე არ წავა და ფეხბურთელს ნეაპოლელების წინააღმდეგ არ ათამაშებს, რომ მომდევნო მატჩებისთვის უფრო მეტად მომზადებული იყოს.
კიეზას სავარაუდოდ დეიან კულუშევსკი შეცვლის, რომელმაც შვედეთის ნაკრებში კარგი მატჩები ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ 11 სექტემბერს ესტუმრება.