ანტონიო კასანომ ჯორჯო კიელინიზე ისაუბრა და თქვა, რომ მინდორზე ის ძალიან ბინძური მოთამაშე იყო (განავალს შეადარა). თუმცა, იტალიელმა ისიც აღნიშნა, რომ მოედანს მიღმა ჯორჯო მუდამ სამაგალითო პიროვნებაა.
„კიელინი მოედანზე პეპეზე უარესია. ის წესიერი ბიჭია, მაგრამ მოედანზე არა, არც ვარჯიშებზე. ყოველთვის ვიღაცის პროვოცირებას ცდილობდა და შემდეგ მსაჯთან ჩიოდა. კარიერაში პირველი წითელი ბარათი მის წინააღმდეგ მივიღე, როცა „ფიორენტინაში“ თამაშობდა. ის მოედანს მიღმა ყოველთვის სამაგალითოა, მაგრამ მოედანზე განავალი იყო“, – თქვა კასანომ.