ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსი“ დაიცვა. როგორც მან თქვა, კანონი ყველა კლუბისთვის ერთნაირი უნდა იყოს და თუ „იუვე“ სასჯელს იმსახურებს, მაშინ სასამართლომ სხვა კლუბებიც უნდა დასაჯოს.
„მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: თუ ეს ამბავი ეხება „იუვეს“, ის ყველა იტალიურ საფეხბურთო კლუბსაც უნდა ეხებოდა. „იუვე“ არის გუნდი, რომელიც გაზეთებში 50 გვერდს ავსებს, ყველა დანარჩენი კლუბი მცირე ნაწილს. არ ვფიქრობ, რომ კაპიტალის გაზრდას მხოლოდ „იუვე“ აწარმოებდა, თუ ისინი დამნაშავეები არიან, მაშინ იქნებიან სხვა კლუბებიც, რომლებსაც იგივე დარღვევები აქვთ. კანონი ყველა კლუბზე უნდა გავრცელდეს.
საფეხბურთო თვალსაზრისით „იუვეს“ იშვიათად ვიცავ, რადგან მათი თამაშის ხარისხი მართლაც ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე „იუვეს“ ნაწილი ვარ. თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ „იუვე“ დამნაშავეა და მაგალითად სერია C-ში უნდა დაქვეითდეს, მაშინ უნდა დააქვეითონ, მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს ყველას, ყველა კლუბს და ამ შემთხვევაში უამრავ იტალიურ კლუბს ვიხილავთ სერია B-სა და სერია C-ში გაგდებულს“, – თქვა კასანომ.