იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ისინი მაღალ ხელფასს იღებენ და ფეხბურთის თამაშზე არ ფიქრობენ.
„ალეგრიზე უკვე ვისაუბრეთ და გასაგებია მისი კრიტიკა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ფეხბურთელები, რომლებიც 6-7-8 მილიონს შოულობენ, სამარცხვინოდ თამაშობენ და მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. „ვერონასთან“ შიში და უხასიათობა დავინახე, მხოლოდ დიბალა ცდილობდა თამაშს. ვერ ვიფიქრებ, რომ კუადრადოს, ბენტანკურს და რაბიოს მეტი არ შეუძლიათ. ასევე, ალექს სანდროს, კიელინის, ბონუჩის, არტურს, დანილოს… ჩემი აზრით, ხელმძღვანელობასაც აქვს ხარვეზები“, – თქვა კასანომ.