მთავარი / სიახლეები / დანილო: “ყველა ჩვენგანმა “იუვესთვის” უფრო მეტი უნდა გაიღოს”

დანილო: “ყველა ჩვენგანმა “იუვესთვის” უფრო მეტი უნდა გაიღოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ზენიტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, ყველა ფეხბურთელმა უფრო მეტი უნდა გაიღოს და გულშემატკივრებისთვის ითამაშონ.

„მატჩი საჭირო დროს გვაქვს. რთული თამაში იქნება და მას საუკეთესოდ უნდა გავუმკლავდეთ. გუნდი ერთიანია, ყველა ერთ მიზანზე ვართ ორიენტირებული და გვინდა უმალვე დავბრუნდეთ. გვესმის, რომ ის პერიოდი, რომელშიც ვართ და ყველამ რაღაც მეტი უნდა გავიღოთ „იუვესთვის“. ერთად ყოფნა, ფეხბურთსა და ჩვენს მიზნებზე საუბარი სწორია.

ამჟამად ბევრ გოლს ვუშვებთ, მართალია, მაგრამ „ინტერამდე“ ოთხმატჩიანი სერია გვქონდა გოლგაუშვებლად. ერთიანი გუნდი ვართ და უბრალოდ ხვალ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ და კარგად ვითამაშოთ ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მიზანია, ამისთვის ხარისხი და გამოცდილება გვაქვს. განსხვავება ჩემპიონთა ლიგასა და ჩემპიონატს შორის? ეს არ უნდა იყოს, უბრალოდ სტაბილურობა გვჭირდება, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სწორ გზაზე დასაბრუნებლად“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ზენიტთან“ ფრის შემთხვევაშიც მერვედფინალის საგზურს გაუფორმებს. მატჩი 2 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …