ანტონიო კასანომ „უდინეზესთან“ მატჩი შეაფასა და „იუვენტუსი“ გააკრიტიკა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის აზრით, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა, ამ გუნდის პრობლემა კრიშტიანუ რონალდუა და პაულო დიბალას ლიდერის თვისებები არ აქვს.
„იუვე“ 2:0-ს იგებდა და არ იცოდა, როგორ. „უდინეზე“ შვებულებაში იყო, 2:1-ზე ისინი შეტევის ნაცვლად თავს იცავდნენ. „იუვენტუსმა“ ძალიან ცუდად ითამაშა. გუნდში დიდი პრობლემაა და ამ დიდ პრობლემა კრიშტიანუ რონალდუ ჰქვია. მას წასვლა უნდა.
დიბალა? დიბალას სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ვარსკვლავად ყოფნა. ვფიქრობ, რომ მას აკლია პიროვნული თვისებები, კიდევ რაღაც სჭირდება ხასიათის თვალსაზრისით. როდესაც მასზე ზემოთ სხვა მოთამაშე დგას, მას ძალიან უჭირს“, – თქვა კასანომ.