იტალიელმა კომენტატორმა ფაბიო კარესამ განაცხადა, რომ „იუვენტუსს“ ალესანდრო დელ პიერო სჭირდება. მან მაგალითად პაოლო მალდინი მოიყვანა, რომელმაც „მილანი“ კრიზისიდან გამოიყვანა.
„იუვეს“ პრობლემების გადასაჭრელად მე მაქვს გამოსავალი, რომელიც გამოიყენა „მილანმა“. „მილანს“ პაოლო მალდინიმ დაუბრუნა თავისი დნმ, „იუვესაც“ საშინლად სჭირდება ალესანდრო დელ პიერო. „იუვეს“ სჭირდება ადამიანი, რომელიც განასახიერებს სერიოზულობას, პრაქტიკულობას, სიმშვიდეს, პატივისცემას და განათლებას.
„იუვეს“ სტილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუგებრად დაიკარგა. ალეგრიმ დაუშვა შეცდომები, ისევე, როგორც ფეხბურთელებმა. „იუვე“ ცუდად თამაშობს, მაგრამ ეს არ არის ის გუნდი, რომელიც მწვრთნელს სურს. ალეგრი ვერ გადმოსცემს იმას, რაც სურს, ვეტერანი ფეხბურთელებიდანაც მხოლოდ ბონუჩი დარჩა და გუნდს ესეც ძალიან აკლია“, – თქვა კარესამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია და ისტორიაში პირველად წააგო ჯგუფურ ეტაპზე საწყისი ორივე მატჩი. სეზონში ჩატარებული 8 მატჩიდან კი „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ ორი მოიგო, რაც კატასტროფული შედეგია.