მთავარი / სიახლეები / სერია A / კაპელო: “იუვენტუსმა” ახალგაზრდა იტალიელებთან მიმართებაში მაგალითი აჩვენა”

კაპელო: “იუვენტუსმა” ახალგაზრდა იტალიელებთან მიმართებაში მაგალითი აჩვენა”

ვეტერანმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსი“ შეაქო ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელებისთვის ნდობის გამოჩენის გამო. როგორც მან აღნიშნა, მწვრთნელებმა უფრო თამამად უნდა იმოქმედონ და ფეხბურთელებს შანსი მისცენ,

„თუ კარგ მოთამაშეებთან ერთად თამაშობ, სწავლობ და უმჯობესდები, თუ საშუალო დონის ფეხბურთელებთან ერთად თამაშობ, იგივე რჩები ან ძალიან ცოტას სწავლობ. რაც შეეხება ახალგაზრდა იტალიელებს, „იუვენტუსმა“ სირთულეებში აჩვენა მაგალითი და ახალგაზრდა იტალიელები ათამაშა. ვფიქრობ, ჩემს კოლეგებს მეტის გაკეთება შეუძლიათ და მეტი გამბედაობა უნდა ჰქონდეთ. უღიმღამო ლეგიონერებს ყიდულობენ, მაგრამ იტალიური გუნდების სალაროები ცარიელია. პრემიერლიგის კლუბებთან და „ბაიერნთან“ კონკურენცია შეუძლებელია, სასწაულის იმედი გვაქვს და სასწაულის მოხდენა „ნაპოლის“ შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ეს „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზეც ფავორიტებს შორისაა“, – თქვა კაპელომ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …