მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “ფიორენტინა”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ფიორენტინა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში „ფიორენტინა“ ადრიენ რაბიოს გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – კარგი იყო, როცა საჭიროა.

დანილო 6.5 – ყოველთვის სწორი ადგილასაა, გასული სეზონი გარდამტეხი იყო და ახლა შთამბეჭდავი მომენტი აქვს.

ბრემერი 6 – კლდოვანი, ყოველთვის სუფთაც ვერ ითამაშა, მაგრამ ეფექტურად.

ალექს სანდრო 5.5 – პატარ-პატარა შეცდომები ყოველთვის ჰქონდა. პირველი ტაიმის ბოლოს კუამეს პრესინგზე არასწორად ითამაშა და მეტოქეს ბურთი კართან ჩააბარა.

დე შილიო 6.5 – მყარი თამაში ჩაატარა და მთელი ფლანგი გააკონტროლა.

ლოკატელი 7 – ყველაზე მეტს დარბის ცენტრში, უბრალოდ ფუნდამენტური მოთამაშეა.

რაბიო 7 – გოლამდე სირთულეები ჰქონდა, შემდეგ სწორ პოზიციაში აღმოჩნდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

კოსტიჩი 6 – მე-12 წუთზე აშკარა მომენტი ვერ გამოიყენა, როცა პრაქტიკულად ცარიელ კარს ააცილა.

დი მარია 7 – ბურთს ისე ეპყრობა, როგორც არავინ ამ ჩემპიონატში. რაბიოს შესანიშნავი პასი გაუკეთა.

ფაჯოლი შ.გ – ამჯერად მან მხოლოდ 10 წუთი ითამაშა.

ვლაჰოვიჩი 5.5 – 23-ე წუთზე მილენკოვიჩი წაიქცა და ამით მან ვერ ისარგებლა. გაიტანა გოლი, რომელიც რამდენიმე სანტიმეტრის გამო გაუქდა.

კინი 5.5 – მოედანზე შესვლისთანავე საოცარი მომენტი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანშიც იგივე გააკეთა, როცა ბურთს ფეხი ააცილა.

კიეზა 6 – ლომივით იბრძვის, მაგრამ აქვს თავისუფლება, რომ ყველა პოზიციაზე ითამაშოს შეტევაში. მიუხედავად ამისა, ძალიან ხშირად თამაშიდან ჩაკარგული იყო.

პარედესი 5 – რამდენიმე წუთიც საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი დაენგრია და არაზუსტი პასები გააკეთა.

ალეგრი 6.5 – ბოლოს და ბოლოს შემტევი სამეულით ითამაშა და სრული თავისუფლება მიანიჭა დი მარიასა და კიეზას, რათა განსხვავება შეექმნათ. ბოლოს მაინც შეცვალა შემტევები და ძალიან გარისკა. „ფიორენტინას“ გაუქმებულ გოლზე მისი განრისხებული რეაქცია ბევრ რამეზე მეტყველებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …