მთავარი / სიახლეები / კაპელო: “გამოჩნდა, “იუვეს” დი მარია რამდენად აკლდა”

კაპელო: “გამოჩნდა, “იუვეს” დი მარია რამდენად აკლდა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ თამაში შეაფასა ჰაიფას „მაკაბისთან“ და ანხელ დი მარიას მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. როგორც მან თქვა, არგენტინელი „იუვეს“ ძალიან აკლდა.

„ის, რაც მან ამ საღამოს გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა, რამდენად აკლდა დი მარია „იუვეს“. რაბიო? ალეგრი მას ყოველთვის იცავდა. დღეს თამაშის დელიკატურ მომენტში გადამწყვეტი იყო. „იუვე“ არ მომეწონა თამაშის ბოლო ნაწილში, მაგრამ მთლიანობაში კარგად ითამაშა“, – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს, პსჟ-სა და „ბენფიკას“ დუეტს 4-4 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი „მაკაბის“ სტუმრად შეხვდება. მანამდე მასიმილიანო ალეგრის გუნდი 8 ოქტომბერს, „მილანს“ „სან სიროზე“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …