მთავარი / სიახლეები / კამბუარე: “იუვე” ჩვენთან თუ წააგებს, თავს სასაცილო ვითარებაში ჩაიგდებს”

კამბუარე: “იუვე” ჩვენთან თუ წააგებს, თავს სასაცილო ვითარებაში ჩაიგდებს”

„ნანტის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტუან კამბუარემ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ისტორიის დაწერა და მომდევნო ეტაპზე გასვლა სურთ.

„გვინდა ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც აქ, ნანტში არასდროს უნახავთ: დავამარცხოთ და ასპარეზობას გამოვთიშოთ იტალიური გუნდი. დი მარია? „იუვეს“ ყველა მოთამაშე საუკეთესოთა შორისაა, იმედი მაქვს, რომ ხვალ არც ისე კარგად ითამაშებს. „იუვე“ ჩვენთან თუ წააგებს, თავს სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებს“, – აღნიშნა კამბუარემ.

შეგახსენებთ, რომ „ნანტისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება. პირველი შეხვედრა ტურინში, ფრედ 1:1 დასრულდა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …