ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 32-ე ტურში სტუმრად „კალიარი“ მატაის დე ლიხტისა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – მას არაფერი შეეძლო გოლის მომენტში, დანარჩენ შემთხვევაში საქმე თითქმის არ ჰქონია.
დანილო 6 – გამოცდილება და სიბრაზე, თუ საჭიროა.
დე ლიხტი 7 – სწორედ მან გაიტანა გამათანაბრებელი გოლი, რამაც თამაში შეცვალა.
კიელინი 6 – მარინი კარგად ვერ აიყვანა, ხშირად მეტოქის ნახევარზე იყო და ცდილობდა გუნდისთვის მუხტი მიეცა.
პელეგრინი 6.5 – გოლი გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, დაცვაში შეცდომები არ დაუშვია და კარგი თამაში ჩაატარა.
კუადრადო 7 – შესანიშნავი საგოლე გადაცემა დე ლიხტზე, ის ყოველთვის ცდილობდა რიცხობრივი უპირატესობის შექმნას შეტევაში.
ბონუჩი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
ზაკარია 6 – სარდინიელთა კონტრშეტევებს კარგად შლიდა.
არტური 6 – ჟოაო პედროს გოლის დროს მაყურებლის როლში იყო, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად უკეთესი გახდა და მოედანზე თავიდან ბოლომდე დარჩა.
რაბიო 6 – პელეგრინის გაუქმებულ გოლში არ გაუმართლა, „ინტერთან“ შესანიშნავი მატჩის შემდეგ ნაბიჯი უკან გადადგა.
ბერნარდესკი 6 – ბევრი ვერაფერი შექმნა, მაგრამ გუნდისთვის არც ზიანი მიუყენებია.
დიბალა 6 – მარინმა ბურთი ძალიან ადვილად მოპარა და ანგარიში გაიხსნა. პირველი ტაიმი ცუდად ჩაატარა, შემდეგ კი, როცა თითქოს ალეგრი მის შეცვლას აპირებს, მან მოუმატა და საგოლე პასი გააკეთა.
კინი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
ვლაჰოვიჩი 6.5 – ბევრი ბინძური სამუშაო შეასრულა, მაგრამ გოლის გატანას ისევ ვერ ახერხებდა. შემდეგ კი მაინც მოახერხა ზუსტად დარტყმა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ალეგრი 6 – მთავარი მოგება იყო და „იუვემ“ გაიმარჯვა. ცუდი დასაწყისი, მერე გუნდი მოთმინებით თამაშობდა და ცოტა იღბლით სიტუაციის გამოსწორებაც შეძლო.