მთავარი / სიახლეები / სერია A / კალვო: “დი მარიას შენარჩუნება გვსურს და კულისებში მოლაპარაკებები გვაქვს”

კალვო: “დი მარიას შენარჩუნება გვსურს და კულისებში მოლაპარაკებები გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ წარმომადგენელმა ფრაჩესკო კალვომ ანხელ დი მარიასთან კონტრაქტის განახლების სურვილი დაადასტურა. როგორც მან თქვა, კულისებს მიღმა ამაზე მოლაპარაკებები დაწყებულია.

„როგორც იტალიელი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ, მიკვირს, როდესაც ახალ ამბებში ვკითხულობ იურიდიული აქტების შესახებ ინფორმაციებს. ადვოკატების ხელში ვართ, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი აქტი განხილული არ არის. განაჩენი სასამართლოში უნდა გამოიტანონ.

დი მარიასთან კონტრაქტის განახლება? ის ტექნიკური ლიდერია, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში. ყოველთვის გვსურს მნიშვნელოვანი მოთამაშეები შევინარჩუნოთ, როგორც ეს დანილოსთან მიმართებაში გავაკეთეთ. ვსაუბრობთ კულისებში და თავდაჯერებულები ვართ“, – თქვა კალვომ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …