მთავარი / სიახლეები / “იუვე” ძანიოლოსთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებასთან ახლოსაა

“იუვე” ძანიოლოსთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

Calciomercato-ს ცნობით, მხარეებს შორის მჭიდრო ურთიერთობაა და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. ძანიოლო სეზონში 4 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებს და დიდი ალბათობით, ამ შეთავაზებას დათანხმდება.

რაც შეეხება „რომას“, „ჯალოროსი“ 40/45 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა არაა გამორიცხული ტურინელებმა რომაელებმა შეთანხმებას იჯარაზე მიაღწიონ, რის შედეგადაც „იუვეს“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

„იუვე“ ძანიოლოს ტრანსფერზე პროგრესირებს და ფეხბურთელთან პირადი შეთანხმების მიღწევა ახლოსაა.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …