მთავარი / სიახლეები / ანდრეა კამბიასომ სამედიცინო შემოწმება გაიარა

ანდრეა კამბიასომ სამედიცინო შემოწმება გაიარა

ანდრეა კამბიასომ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა და “იუვენტუსთან” კონტრაქტს გააფორმებს.

„იუვემ“ გენუურ კლუბს 4 მილიონ ევრო და რუმინელი მცველის, რადუ დრაგუშინის სატრანსფერო უფლებები დაუთმო.

ამრიგად, კამბიასო, რომელიც მარცხენა მცველია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ტურინულ კლუბს შეუერთდა. თუმცა, არაა გამორიცხული „იუვემ“ ის სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ერთი სეზონი სხვა კლუბში გაანათხოვროს.

გასულ სეზონში იტალიის 21-წლამდე ნაკრების მცველმა „ჯენოას“ რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …