ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურში „უდინეზე“ დანილოს გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6.5 – ამა თუ იმ გზით, ყოველთვის ახერხებს გუნდის გადარჩენას. უოლასის თავურ დარტყმაზე გადამწყვეტი იყო.
დანილო 7 – „იუვეს“ კაპიტანი, რომელიც ცდილობს წარსული შეცდომები არ დაუშვას. გაიტანა გოლი, რომელმაც ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიტანა.
რუგანი 6.5 – დიდი ხნის განმავლობაში დაცვაში საუკეთესო იყო და გოლთანაც ახლოს გახლდათ.
ალექს სანდრო 6 – სამკაციან დაცვაში ის საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენას ახერხებს.
მაკკენი 5.5 – რა თქმა უნდა, თავის პოზიციაზე არ თამაშობდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია ის პოზიციის გარეშეა.
მირეტი 6 – გაცილებით კარგი იყო „მეძალად“, ვიდრე გამთამაშებლად. ორმაგ ფაზაში ბუნებრივად თამაშობს. მეორე ტაიმის სტარტზე გაუჭირდა და მისი შეცვლა დროული იყო.
კიეზა 7 – ბურთს ისე ხშირად ვერ იღებს, როგორც კრემონაში, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა, რომელმაც გუნდს მოაგებინა.
ლოკატელი 5.5 – მთელი პირველი ტაიმი გაუჭირდა, მეორე ნახევარში შეცვალეს.
პარედესი 6.5 – ნელი სირბილი, მაგრამ საკვანძო პასი გოლის მომენტში კიეზას მან გაუკეთა.
რაბიო 7 – ნახევარდაცვას ის შინაარსს ანიჭებს და რაც უფრო დრო გადიოდა, უმატებდა.
კოსტიჩი 5.5 – ვერ მოახერხა რიცხობრივი უპირატესობის შექმნა მარცხენა ფლანგზე.
ფაჯოლი შ.გ – ამჯერად მან მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.
დი მარია 6.5 – როდესაც ბურთს სახიფათო ზონაში იღებდა, ყოველთვის რაღაცას ქმნიდა. შემდეგ ფიზიკური პრობლემების გამო შეცვალეს.
მილიკი 6 – შეტევას დაეხმარა.
კინი 5.5 – განუწყვეტლივ მოძრაობს, პრაქტიკულად მარტო თამაშობდა „უდინეზეს“ სამი მცველის წინააღმდეგ. მაგრამ კარგი მომენტი გაანიავა, როცა ბურთი სილვესტრის გაარტყა.
სულე შ.გ – არგენტინელმა ბოლო წუთები ითამაშა.
ალეგრი 6.5 – კიდევ ერთი გამარჯვება, კიდევ ერთი მატჩი გოლგაუშვებლად და მოგება ტანჯვით. ზედიზედ რვა გამარჯვება შემთხვევითობა არ არის, ის ნამდვილ გუნდს ვარსკვლავების გარეშეც აშენებს.