ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მერვედფინალში „სამპდორია“ 4:1 ხუან კუადრადოს, დანიელე რუგანის, პაულო დიბალასა და ალვარო მორატას გოლებით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 6 – გოლის დროს გაკვირვებული იყო, მაგრამ არა დამნაშავე.
დე შილიო 6.5 – სოლიდური თამაში, მიმდინარე სეზონში საუკეთესოებში.
დანილო 6.5 – დაბრუნდა და ეს უკვე კარგი ამბავია. მან ცენტრში გამოცდა ჩააბარა.
კიელინი 6 – გენერალური რეპეტიცია „მილანთან“ მატჩის წინ.
რუგანი 7 – ამა თუ იმ მიზეზით ის ყოველთვის თამაშობს, აკონტროლებს ტორეგროზას და კაპუტოს, მეორე ტაიმში კარგი გოლი გაიტანა, მაშინ, როცა პირველ ტაიმშიც ჰქონდა შანსი.
ალექს სანდრო 6 – სიცოცხლის ნიშნები, მაგრამ არც ისე ბევრი.
ლოკატელი 6.5 – არტურთან ერთად ის უფრო კარგად თამაშობს შეტევით ფაზაში, მესამე გოლი, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა, დიდწილად მისი დამსახურებაა.
არტური 6.5 – „სამპდორია“ საშუალებას აძლევს, გააკეთოს ის, რაც უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში მან კარგად ითამაშა და ყველა შეტევას ხელმძღვანელობდა. საგოლე პასიც გააკეთა.
ბენტანკური შ.გ – მან ბოლო 15 წუთი ითამაშა.
კუადრადო 7 – ამ სეზონში ყველანაირ სტილში გაიტანა გოლი, ახლა ჯარიმაც შეაგდო, რაც „იუვენტუსში“ 563-დღიანი პაუზის შემდეგ მოხდა. გუნდს უკაპიტნა და მოედანზე საუკეთესო იყო.
აკე 6.5 – დებიუტი ჰქონდა და 15 წუთში პენალტის მოპოვება მოახერხა.
კულუშევსკი 6 – საშინაო დავალება შეასრულა, მაგრამ მეტი ვერაფერი ვნახეთ.
დიბალა 7 – 5 ათასი გულშემატკივარი გახარებული იყო, როცა ის მოედანზე შევიდა, ზოგადად, ფანებმა იციან რომელი მხარე დაიკავონ. შევიდა, გაიტანა და აღნიშნა.
რაბიო 6.5 – მონდომებით ითამაშა, მაღალ პრესინგს თამაშობდა და რამდენჯერმე საჯარიმოშიც კარგად ჩაერთო. ალბათ სეზონის საუკეთესო თამაში ჰქონდა.
მორატა 6.5 – მოტივირებული იყო, პენალტით წელს პირველი გოლი გაიტანა.
კაიო ჟორჟე შ.გ – ბრაზილიელმა მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.
ალეგრი (სკამზე ლანდუჩი) 6.5 – მეტოქე ძლიერი არ იყო, მაგრამ იუვე პროაქტიული გახლდათ და საერთოდ არ უჭირდა.