ტურინის „იუვენტუსი“ პრესეზონის ფარგლებში პირველ ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს გამართავს.
„ბებერი ქალბატონი“ „სტადიო დინო მანუციზე“ „ჩეზენასთან“ ისპარინგებს და ეს იქნება მასიმილიანო ალეგრის გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველი თამაში. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ცხადია, „იუვე“ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს, რადგან ფეხბურთელთა უმეტესობა ჯერ კიდევ შვებულებაში იმყოფება.
Weekend di amichevoli a tinte bianconere ⚪️⚫️
Sabato al JTC arriva il @calciocesenafc: fischio d’inizio alle 18:00 🗓️
Domenica in campo le @JuventusFCWomen 🗓️Tutti i dettagli ⤵
— JuventusFC (@juventusfc) July 20, 2021