ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ალვარო მორატა გუნდიდან გაუშვას. იმ შემთხვევაში თუ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, ტურინელები ესპანელის „ბარსელონაში“ ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებენ.
მორატა „იუვეში“ იჯარით თამაშობს, კლუბი მის გამოსყიდვას ზაფხულში არ აპირებს, ამიტომაც, ვლაჰოვიჩს თუ დაიმატებს, მას საიჯარო კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე გაუშვებს.
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი მორატას ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული, ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები კი მადრიდის „ატლეტიკოს“ ეკუთვნის, რომელსაც ურჩევნია, რომ ალვარო „ბარსაში“ გადავიდეს, რადგან მადრიდელებს მისი დაბრუნება ზაფხულში არ სურთ, ტურინელთაგან კი მისი გამოსყიდვის არანაირი სიგნალი არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვეს“ 2020 წელს 2-წლიანი იჯარით შეუერთდა და დღემდე 70 მატჩში 20 გოლი გაიტანა (გასულ სეზონში 44 თამაში 20 გოლი და მიმდინარე სეზონში 26 თამაში და 7 გოლი). მანამდე მორატა „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებშიც იჯარით თღამაშობდა და 93 შეხვედრაში თავი 27-ჯერ გამოიჩინა.