მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “მაკაბი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “მაკაბი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ჰაიფას „მაკაბი“ ადრიენ რაბიოს დუბლითა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – სრულიად უსაქმოდაა მთელი პირველი ტაიმი, გოლის მომენტში კი კარიდან ცუდად გამოვიდა. ბოლოს გუნდი ერთხელ გადაარჩინა.

კუადრადო 6 – მას ყოველთვის რაღაც აკლია, მაგრამ მუდმივად ქმნის უპირატესობას მარჯვენა ფლანგზე.

ბონუჩი 6 – დავიდი თამაშგარეში გოლის მომენტში სწორი მის გამო არ აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ ცოტა ხანში გუნდი გოლისგან იხსნა.

ბრემერი 6 – კარგად ითამაშა, მაგრამ დავიდის გოლში დანაშაული მასაც აქვს.

დანილო 6.5 – ბონუჩის არყოფნაში დაცვის რეჯისტა ისაა, რომელიც ალეგრის სჭირდება.

დე შილიო 6 – პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ ბარძაყის ტრავმა მიიღო.

ალექს სანდრო 6.5 – კარგად ჩაერთო თამაშში და მეტოქისთვის ფეხებს შორის გატარებული ბურთი მას თავდაჯერებასაც აძლევს.

მაკკენი 6 – ის ყოველთვის ვერ აკეთებს საქმეს სწორად, მაგრამ ყოველთვის ცდილობს ამის კომპენსირებას.

პარედესი 6.5 – ორი „მეძალით“ იყო დაცული. მას გუნდის თამაშის მართვა რიტმის განსაკუთრებული აწევის გარეშე შეუძლია.

მირეტი შ.გ – ამჯერად მან ძალიან ცოტა დრო გაატარა მოედანზე.

რაბიო 7.5 – თითქმის სამი წელი დასჭირდა ამისთვის, მაგრამ საბოლოოდ ეს დღეს მოვიდა. დუბლი შესაფერისი ჯილდოა ბოლო თვეებში ნაჩვენები ზრდისთვის.

დი მარია 7.5 – მისთვის თამაში თითქოს ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ რაბიოს საგოლე პასი გაუკეთა და თამაში შეიცვალა. ლამაზი შოკოლადი, რომელიც მეორე ტაიმში კიდევ უფრო ტკბილი რეცეპტით შემოგვთავაზა, როცა ვლაჰოვიჩი მეკარეს შეატოვა. მესამე გოლზეც კუთხურიდან საგოლე პასი მან გააკეთა.

ვლაჰოვიჩი 7 – დასაწყისში ორი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, პირველ მომენტში მეკარე იყო კარგი, მეორე ჯერზე კი ცუდად დაარტყა. მეორე ტაიმის დასაწყისში შეცდომა არ დაუშვა, როცა დი მარიამ მეკარესთან პირისპირ დატოვა.

კინი 5.5 – მას ანგარიში 4:1 გახდა შეეძლო, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა.

კოსტიჩი 6.5 – პროგრესირებს და მარცხენა ფლანგი მისი საქმეა.

ლოკატელი 5.5 – შეცდომებისა და განსაკუთრებული ეფექტების გარეშე ითამაშა.

ალეგრი 6.5 – ნაბიჯ-ნაბიჯ: მხოლოდ ამ გზით შეუძლია „იუვეს“ კრიზისიდან გამოსვლა. „ბოლონიასთან“ 3:0-ის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე სეზონში პირველი გამარჯვების ჯერიც დადგა, რაც აუცილებელია სეზონის კურსის შესაცვლელად.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …