Euromerica Sport Marketing-ის კვლევის მიხედვით 2021 წელს გაყიდული მაისურების რაოდენობით ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს მასშტაბით ხუთეულშია.
„იუვე“ მე-5 ადგილს იკავებს და მხოლოდ ოთხ გუნდს ჩამორჩება – „ბაიერნს“, „რეალს“, „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“.
საუკეთესო ათეული ასეთია და მასში იტალიური კლუბი მხოლოდ „იუვენტუსია“.
1 .„ბაიერნი“ – 3.25 მილიონი მაისური
2. „რეალი“ – 3.05 მილიონი მაისური
3. „ლივერპული“ – 2.45 მილიონი მაისური
4. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 1.95 მილიონი მაისური
5. „იუვენტუსი“ – 1.42 მილიონი მაისური
6. „ბარსელონა“ – 1.34 მილიონი მაისური
7. „ჩელსი“ – 1.31 მილიონი მაისური
8. „დორტმუნდი“ – 1.22 მილიონი მაისური
9. „პარი სენ ჟერმენი“ – 1.18 მილიონი მაისური
10. „მანჩესტერ სიტი“ – 1.08 მილიონი მაისური