მთავარი / სიახლეები / “იუვე” ლეანდრო პარედესის გამოსყიდვას არ აპირებს

“იუვე” ლეანდრო პარედესის გამოსყიდვას არ აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ „პარი სენ ჟერმენიდან“ ლეანდრო პარედესის გამოსყიდვას არ აპირებს. იტალიური მედიის ცნობით, მისი გამოსყიდვის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.

ნიკოლო ფაჯოლისა და ფაბიო მირეტის პროგრესიდან გამომდინარე, ტურინელები არ აპირებენ არგენტინელ ფეხბურთელში პსჟ-ს მიერ მოთხოვნილი 20 მილიონი ევრო დახარჯონ. მითუმეტეს, რომ პარედესი ნამდვილი იმედგაცრუებაა და საშინლად თამაშობს. უფრო მეტიც, მას მასიმილიანო ალეგრი ძირითად შემადგენლობაში აღარც მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ლეანდრო პარედესი გასულ ზაფხულს პსჟ-დან იჯარით დაიმატა და ამ დროისთვის 18 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …